„იემენში, 2.3 მილიონამდე ხუთ წლამდე ბავშვს 2021 წელს შიმშილი ემუქრება“

გაერო-ს ბავშვთა ფონდი ინფორმაციას ავრცელებს:

-„იემენში, 2.3 მილიონამდე ხუთ წლამდე ბავშვს 2021 წელს შიმშილი ემუქრება. გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის, სტეფან დიუჟარიკის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების რეაგირების 3.4 მილიარდიანი გეგმა მხოლოდ 1.9 მილიარდი დოლარით არის დაფინანსებული.

იემენში 400 000-ზე მეტ ბავშვს  შიმშილი ემუქრება, შესაძლოა, მკურნალობის გარეშე დაიღუპოს. 2015 წლის შემდეგ, ეს იემენში შიმშილის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, როდესაც ქვეყანაში ომი დაიწყო.

კომენტარები