იენს სტოლტენბერგი: „რუსეთთან დიალოგი სისუსტის ნიშანი“

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა

რუსეთთან დიალოგი სისუსტის ნიშანი არ არის და ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ალიანსის რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის, –

-„ჩვენ ძლიერნი და ერთიანი ვართ, შეგვიძლია რუსეთთან საუბარი. რუსეთთან საუბარი უკეთესი ურთიერთობის მისაღწევად გვჭირდება. მაშინაც კი, რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის თუ არ გვჯერა, რუსეთთან რთული ურთიერთობის მართვა გვჭირდება. იარაღის კონტროლი, გამჭვირვალობა, რისკების შემცირება, მნიშვნელოვანია ყველა ეს საკითხი“.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა.

სტოლტენბერგი ბაიდენს 14 ივნისს დაგეგმილი ნატოს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების განსახილველად შეხვდა. სტოლტენბერგმა აშშ-ის პრეზიდენტს მისი ლიდერობისთვის და ნატოსადმი ძლიერი ვალდებულებისთვის მადლობა გადაუხადა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა ნატო-2030-ის დღის წესრიგის შესასრულებლად თავდაცვაში ინვესტიციების გაგრძელების საჭიროებას.

კომენტარები