იენს სტოლტენბერგი: „უკრაინის წინააღმდეგ აგრესია რუსეთს მძიმე შედეგებს მოუტანს და რუსეთს ის ძვირი“

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა:

-„მოვუწოდებთ რუსეთს, დაუბრუნდეს დიპლომატიას, განმუხტოს ვითარება, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინის წინააღმდეგ აგრესია რუსეთს მძიმე შედეგებს მოუტანს და რუსეთს ის ძვირი დაუჯდება. უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტიურობას გამართლება არ აქვს, ევროპაში უსაფრთხოებას ძირს უთხრის. ნატოს მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. უკრაინას უფლება აქვს, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. ეს ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპია. გადაწყვეტილებას, შეუძლია თუ არა უკრაინას ნატოში გაწევრიანება, მხოლოდ უკრაინა და ნატოს 30 მოკავშირე მიიღებენ“.

კომენტარები