“იერარქიის უზნეობა ხომ არ არღვევს ხილული ეკლესიის ,,ავტორიტეტს”-მღვდელმონაზონი ანდრია

პეტრე ცაავასთან დაახლოვებული სასულიერო პირი მღვდელმონაზონი ანდრია სოციალურ ქსელში წერს –

“გულწრფელად დავსვავ კითხვას: ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ ეკლესიას უჭირს, ხალხს უჭირს… უფალმა დაარსა ეკლესია და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ მრევლს უჭირს და მრავალი სასულიერი პირისგან შევიწროვებული არიან, ამაზე ღიად არ ვსაუბრობდით და თამამად მოხდა საკითხების დაშვება, რაც ვფიქრობ კარგია მიუხედავად გვერდითი მოვლენებისა. მინიმუმ შიში გაუჩნდებათ ცოდვისკენ მიდრეკილ ადამიანებს. ეკლესიაში პრობლემა იმიტომ ხომ არ არის, რომ წლების განმავლობაში პიროვნულ კომფორტზე ზრუნვას მოხმარდა დრო და არ არის დიდი დაინტერესება ნამდვილი ქრისტიანული სულის ასაღორძინებლად? იერარქიის უზნეობა ხომ არ არღვევს ხილული ეკლესიის ,,ავტორიტეტს”? საპატრიარქოს მეთაურის ბრალი ხომ არ არის, რომ განუსჯელობის გამო ,,ტყავი გაძვრა” სიწმინდეს და გვითხრა, ნახვამდის, თუ გინდათ ჩამპალხართ მაგ სიბინძურეშიო?! ვფიქრობ, სასულიერო პირების გონიერებაზე უნდა დაფუძნდეს მომავალი კეთილდღეობა, რომ სრულად არ მოსპოს საპატრიარქოს უგუნურებამ. გამოსავალს სად ხედავთ?!”-მღვდელმონაზონი ანდრია

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები