იერუსალიმის პატრიარქი დიოდორე ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ – „როდესაც ცეცხლი ქრება (საუბარია უწინ ანთებულ კანდლებზე)“

იერუსალიმის პატრიარქი დიოდორე
ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ
-„როდესაც ცეცხლი ქრება (საუბარია უწინ ანთებულ კანდლებზე), მე ვიხრები და საფლავის შიგნით შევდივარ. იქიდან წყვდიადში გზას ვიკვლევ ქვაბულის შიგნით შესასვლელში, იქ, სადაც იესოს ცხედარი ესვენა. მუხლს ვიყრი უფლის შიშით და… წარმოვთქვამ გარკვეულ ლოცვებს, რომლებმაც ასწლეულების გავლენით მოაღწია ჩვენამდე, და ველოდები. ზოგჯერ ლოდინი რამდენიმე წუთია საჭირო, თუმცა ჩვეულებრივ, სასწაული აღსრულდება ხოლმე ლოცვების დასრულებისთანავე. ქვის წიაღიდან, რაზეც ქრისტეს ცხედარი ესვენა, მოედინება შეუდარებელი ნათელი. როგორც წესი, მას ცისფერი დაჰკრავს, თუმცა შეიძლება, ფერი იცვალოს და განსხვავებული შეფერილობები შეიძინოს. ამ მოვლენის აღწერა შეუძლებელია. შუქი ქვიდან ჩნდება, რომელიც ტბას ემსგავსება. საფლავის ქვას თითქოს ნოტიო ღრუბელი ფარავს, თუმცა ეს შუქია. ყოველ წელს ის განსხვავებულად გვევლინება. ზოგჯერ მთელ კუვუკლიას ანათებს ისე, რომ გარეთ მყოფი ადამიანებიც კი, თუ მათ საშუალება აქვთ შემოიხედონ, ამჩნევენ, რომ შიგნითა სივრცე შუქით ივსება. ეს ცეცხლი არ წვავს. მას სხვა ბუნება აქვს, არა ფიზიკური, არა ისეთი, როგორიც კანდელშია. გარკვეულ ალაგს ის მაღლა იზიდება და სვეტს ქმნის, ამ ალს სხვა ბუნება აქვს, ასე რომ, მე შემიძლია, მოვუკიდო ჩემს სანთლებს. ვიღებ და გამოვდივარ, თავდაპირველად ცეცხლს სომეხთა პატრიარქს გადავცემ, შემდეგ კოპტს. ბოლოს მე ვურიგებ ცეცხლს ტაძარში მყოფთ… ჩვენს ეკლესიებში ჩვენ ვაწყდებით მრავალ სასწაულს, სასწაული ჩვენთვის არ არის რაიმე უცნაური… თუმცა ვერც ერთი სასწაული თავისი სიმბოლურობითა და ძალით ვერ შეედრება წმინდა ცეცხლის სასწაულს. ეს სასწაული – ღვთაებრივი საიდუმლოა. ის ქრისტეს აღდგომას იმდენად აცოცხლებს ჩვენთვის, რომ თითქოს სულ რამდენიმე წლის წინ აღსრულდა ეს ყოველივე. მე იერუსალიმში 1939 წლიდან ვცხოვრობ, ქალაქში 15 წლის ასაკში ჩამოვედი, მას შემდეგ ვესწრები წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ღვთისმსახურებას, სასწაულის მოწმე 61-ჯერ ვიყავი. ჩემთვის არ არსებობს შეკითხვა, მწამს თუ არა სასწაულის უტყუარობა… ..“
კომენტარები