იერუსალიმში ექსტრემისტი ებრაელი აქტივისტებისა და პალესტინელების დაპირისპირების შედეგად, ათეულობით ადამიანი

იერუსალიმში ექსტრემისტი ებრაელი აქტივისტებისა და პალესტინელების დაპირისპირების შედეგად, ათეულობით ადამიანი დაშავდა. 300-მდე ებრაელი აქტივისტი მსვლელობას მართავდა, რომლებიც  სკანდირებდა: – „სიკვდილი არაბებს“. ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პოლიცია ებრაელებისა და არაბების განცალკევებას ცდილობდა. არაბები პოლიციელებსაც დაუპირისპირდნენ, მათ ქვებს ესროდნენ.

სამართალდამცველებმა არაბების ჯგუფის დასაშლელად ხმოვან-მანათობელი ყუმბარები, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ისრაელის პოლიცია აცხადებს, -20 სამართალდამცველი დაშავდა. რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

კომენტარები