„იეშუა კიმიხი მიუნხენის ბავარიის ახალგაზრდა ფეხბურთელია. დაუდგინდა კორონა. ფილტვის ქსოვილში სითხე დაგროვილი. აი მანამდე კი მისცემენ შარდმდენს, გაუკეთებენ ფილტვის ტრაინიგს, სუნთქვით ვარჯიშებს, სითხის მობილიზებას და გამოვა სახლში უსაავადმყოფოდ“ – იაგო ფრანგიშვილი

-„იეშუა კიმიხი მიუნხენის ბავარიის ახალგაზრდა ფეხბურთელია.
აცრა არ სურდა, გაწელა და მიუხედავად იმისა, მინიმუმ ხუთჯერ იყო კარანტინში ამ ერთი წლის მანძილზე კორონიანებთან კონტაქტის გამო, კორონა არ ჰქონდა. ერთი წელი მიდიოდა საზოგადო დავა და დამუნათება, რომ ამხელა რანგის წარმოსაჩენი პიროვნება არ იცრის.
ერთი კვირის წინ დაუდგინდა კორონა.
ფიზიკურად კარგადაა.
ოღონდაც, ფილტვის კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა ფილტვის ქსოვილის დაზიანება.
აქ გავჩერდებოდი და არაფერს ვიტყოდი, რამეთუ, ამგვარი რამ კორონას დროს სავსებით მოსალოდნელია, ახალგაზრდებშიც.
მაგრამ, გაგრძელებას აქვს აზრი.
იეშუა კიმიხი რომ საქართველოში იყოს, გადაიყვანდნენ საავადმყოფოში ფიტვის დაზიანების ,,16თუ 18 ქულით,,
მერე დააწვენდნენ მუცელზე და ჩამოჰკიდებდნენ ცეპაპზე, ანუ დამხმარე სუნთქვაზე.
იეშუა კიმიხს ასე არ ექცევიან.
იეშუა კიმიხის და ძალიან, ძალიან ბევრი კორონას გამო ფილტვდაზიანებული პრობლემაა სითხე, წყალი ფილტვის ქსოვილში Nach Informationen der Bild-Zeitung soll Kimmichs Lunge in der kommenden Woche noch einmal gründlich durchgecheckt werden. Erst wenn die bei einer Computertomographie gefundenen Wasser-Ablagerungen weg sind, kann er wieder in den normalen Trainingsbetrieb einsteigen.
აი ეს ინფორმაცია დაიდო ამ ახალგზარდა ფეხბურთელის ჯანმრთელობაზე, ანუ იეშუა კიმიხს მალე ჩაუტარებენ განმეორებით კვლევას და გადაამოწმებენ, არის თუარა ფილტვში, უფროს სწორად ფილტვის ქსოვილში სითხე დაგროვილი.
აი მანამდე კი მისცემენ შარდმდენს, გაუკეთებენ ფილტვის ტრაინიგს, სუნთქვით ვარჯიშებს, სითხის მობილიზებას და გამოვა სახლში უსაავადმყოფოდ.
თუ სიცხე მისცა, მისცემენ ანტიბიოტიკს.
ასი პროცენტით მისცემენ.
ამოძრავებენ, სუფთა ჰაერზე ამყოფებენ, არ გამოკეტავენ 4 კვადრატულ მეტრში და არ მიაჯაჭვავენ საავადმყოფოს საწოლზე.
რომ აეცრა, იქნება და ამდენი რამ არ დასჭირვებოდა.
არ უნდოდა და ამიტომაც ეს მისი ადამიანური უფლება იყო, ეს მისი რისკი იყო.
სხვას ამ პიროვნების არ აცრით ერთი ღერიც კიარ ჩამოვარდნია თმისა.
რა თქმა უნდა, დასჭირდება ექიმიც და მკურნალობაც და ამაში თანხა დაიხარჯება და შეეძლო ამის დაზოგვა, მაგრამ, მისი არჩევანი იყო სხვა, აცრის შიშმა გადააჭარბა ჯანდაცვის სისტემის დანახარჯის გამო უხერხულობის და პასუხისმგებლობის გრძნობას.
აუცრელობით ყველაზე დიდი რისკი მაინც საკუთარ თავს მოუწყო, თუმცა,ეს მის, ადამიანის, ამ დედამიწაზე ერთხელ მოსული ადამიანის აბსოლუტურად ლეგიტიმური გადაწყვეტილება იყო.
ინფორმაციისათვის მინდა ვთქვა და ავხსნა, თუ რატომ იყო ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი ბიჭი უკვე ერთი წელია დისკუსიის ცენტრში. აცრა იანვარში დაიწყო გერმანიაში, მაგრამ, 2020 წლის სექტემბერში, როცა ფირმა ბაიონტეხი კვლევებს აკეთებდა აცრებზე, კარლ ჰაინც რუმენიგემ, მაშინდელმა კლუბის პრეზიდენტმა ერთხელ თქვა, რომ, ჩვენი ბიჭებიო ჯანმრთელებიაო და პირველები გაიკეთებენო დასაკვირვებლადო და მაშინ იეშუა კიმიხმა და რამდენიმე ფეხბურთელმა თქვა, რომ ჩვენ ამ ექსპერიმენტში არ ვმონაწილეობთო. ამის მერე დაიწყო ზეწოლა კიმიხზე და მერე აცრა რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა, თითქმის ყოველდღე ეკითხებოდნენ, როდის აიცრიო. აი ეს იყო წინა ისტორია. მთელი გერმანია იმაზე დებდა ფსონებს, თუ როდის სეეყრება ამ ბიჭს კორონა. ხუთჯერ ჰქონდა კორონიან კოლეგებთან მჭიდრო კონტაქტი და არ შეეყარა და აი მეექვსე კარანტინში კი დაუდასტურდა. ეს სე, წინაისტორიისათვის“, – წერს გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები