ივანე ბურდული: „ეს ჩემი ხმა არ არის, ამას ცალსახად ვადასტურებ – აუდიოჩანაწერი გაყალბებულია“

-„მედიაში გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი გაყალბებულია.ხატია ფერსაშვილთან მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობები მქონდა, მსგავს საკითხებზე არასდროს მისაუბრია. ასეთი ტიპის არანაირი შეხვედრა არ მომხდარა. ეს ჩემი ხმა არ არის, ამას ცალსახად ვადასტურებ. არ ვიცი, როგორ ხდება ხმის გაყალბება, – ასეთი საუბარი არ მომხდარა. ჩემი და დიმიტრი შაშკინის მეგობრობას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩემი აზრით, ეს ცესკოდან ჩემს წასვლას უკავშირდება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ცესკოს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა სპეციალისტმა, ივანე ბურდულმა „ქრონიკასთან“.

საინფორმაციო სააგენტო „კვირამ“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, – ცესკოდან დემარშით წასული, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი შაშკინის ახლო მეგობარი, ივანე ბურდული მისივე თანამშრომლისგან, იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსისგან, ხატია ფერსაშვილისგან მისი ნაბიჯის გამეორებას ითხოვს.

კომენტარები