ივანე მაჭავარიანი: – გავრილოვის ვიზიტი პარლამენტზე შტურმის მიტანის მიზეზი არ უნდა გამხდარიყო
„ფიზიკური შეხება და რაღაცების სროლა არაფერში წერია, ეს არ არის ჯანსაღი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტის შემდეგ განვითარებულ მოვლენების კომენტირებისას.
გავრილოვის ვიზიტი პარლამენტზე შტურმის მიტანის მიზეზი არ უნდა გამხდარიყო.
„შტურმი უნდა გავაკეთოთ? ამის გამო პარლამენტის აღება არ ხდება. რამდენიმე წუთში შეწყდა სხდომა, ის კაცი აქედან გაფრინდა. ეს კიდევ ცალკე საკითხია, ვერავინ დამაბრალებს, რომ რაიმე სახით ვუთანაგრძნობ იმ კაცს, მაგრამ იგივე ფიზიკური შეხება, იგივე რაღაცების სროლა, არ წერია ეს არაფერში, არ არის ეს ჯანსაღი. რაც გინდა ის დამაბრალეთ. სწორია რომ სტუმარს ასე ჩაქუჩი ჩაარტყათ? საერთოდ არ მაინტერესებს ის კმაყოფილია თუ არა, ჩვენ გვაქვს ჩვენი სახე და პრინციპები და ნებისმიერ შემთხვევაში ღირსეულად უნდა მოვიქცეთ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.