ივანე მაჭავარიანი: „ლარის კურსზე – საშუალოვადიან პერსპექტივაში დასტაბილურებას ველოდებით“

ეკონომიკაზე კორონავურისის შესაძლო გავლენის საკითხზე და ამასთან დაკავშირებით დაგეგმილ ნაბიჯებზე მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა.

-„პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით მერყეობა გასაკვირი არ არის. ამ დღეების განმავლობაში გვაქვს მერყეობები. არც ლარია გამონაკლისი, თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში ველოდებით დასტაბილურებას. თუ საჭირო იქნება ჩარევები, ეროვნულ ბანკთან ამას განვიხილავთ, თუმცა ეს დღეს და ხვალ გასაკეთებელი ნაბიჯი არ არის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

12 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

საქართველოს მთავრობა მუშაობის  საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.  დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კრონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კორონავირუსი გადამდებია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

კომენტარები