ივანე მაჭავარიანი – ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას არ გავურბით

„ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას არა მხოლოდ გიორგი გახარია, არამედ მინისტრთა კაბინეტის არც ერთი წევრი არ გაურბის.ეს არ არის გიორგი გახარიას ოპერაცია. ეს არის საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ერთადერთი სწორი, ლეგიტიმური რეაგირება იმ დროისათვის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ქვეყანა ყოველ ჯერზე თუ მსგავს რისკამდე იქნა მიყვანილი, კითხვები ლარის კურსსა და ტურიზმთან დაკავშირებით მძიმე იქნება.
„ჩვენ თუ ეს ქვეყანა ყოველ ჯერზე ასეთ რისკამდე მივიყვანეთ, კითხვები – ლარს რა მოუვიდა, ტურიზმს რა მოუვიდა – ბევრად უფრო მძიმეა. ეს ქვეყანა არ იმსახურებს, რომ ვიღაცა სავარძელში ჩაჯდება თუ ხეზე ავა, ამის გამო გადავწვათ. მერამდენეჯერ მეორდება. ეს ხომ გავლილი გვაქვს?“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები