„ივანიშვილისთვის ხელისუფლებაში ყოფნა იყო და არის ქონების დაცვის ერთადერთი გარანტია- ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც  რამე თუ არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს?“ – ნინო ბურჯანაძე

-„ ბიძინა ივანიშვილისთვის ხელისუფლებაში ყოფნა იყო და არის ქონების დაცვის ერთადერთი გარანტია. არ ვიცი, ქართველები ასეთი მიმნდობები ვართ, თუ ხანდახან მართლა გვინდა დავიჯეროთ რაღაც. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ დანარჩენ მოსახლეობას კითხვა უნდა გასჩენოდა, ეს კაცი, მილიარდები რომ აქვს, 15 წელი ჭორვილაში რატომ ზის. ჭორვილიდან ხალხი მორბის. მის ქონებას საფრთხე ემუქრებოდა,ეს ქონება ნაშოვნია თაღლითური მეთოდებით, მათ შორის, ძალიან ბევრი ადამიანის გადაგდებით, ზოგი მათგანი რაღაც პერიოდი ციხეში იყო, ზოგი იმ ქვეყანას არის, მაგრამ ის თავს მშვიდად ვერ გრძნობდა, მისი ერთადერთი დაცვა ჭორვილაში ყოფნა იყო.

თქვენ, ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც  რამე თუ არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს? ხუთი მილიარდი რომ აქვს? რა თქმა უნდა, არჩევანი რომ ჰქონოდა, ჭორვილაში არ იქნებოდა, მაგრამ წამოვიდა ჭორვილიდან, მთელი საქართველო გაიხადა დაცვად. მისი ხელისუფლებაში ყოფნა იყო და არის  ქონების დაცვის ერთადერთი გარანტიაა, მაგრამ, როგორც თადარიგიანმა კაცმა, როგორც ალღოიანმა ბიზნესმენმა, მან დაუშვა ის მომენტი, – ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში,  ოპოზიცია თუ მოიპოვებს და ჩვენ მოვიპოვებთ ვადამდელ არჩევნებს, მის ძალაუფლებას და მილიარდებსაც საფრთხე დაემუქრება“, – განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ტვ. პირველის ეთერში.

კომენტარები