„ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მთლიანად აცლის მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას. ეს აღარაა კანონიერი ხელისუფლება“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მთლიანად აცლის მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას. ეს აღარაა კანონიერი ხელისუფლება, არამედ არის მოძალადე უზურპატორის რეჟიმი. ხოლო მოძალადე უზურპატორის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედებები მორალის ფარგლებში გამართლებულია ისტორიულად, სამართლებრივად, ზნეობრივად.

საქმე ეხება ქვეყნის ყოფნა-არყოფნას. ერთადერთი, რისი უფლებაც არ გვაქვს, არის უმოქმედობა და დანებება“.

პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.  შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დასახელდა.

კომენტარები