„ივანიშვილის ინიციატივა არის მორიგი ტყუილი. ამას უკვე არავინ ჭამს“

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს:

„ივანიშვილის ინიციატივა არის მორიგი ტყუილი, რომელსაც დღეს უკვე არავინ ჭამს.

ივანიშვილის ინიციატივას, წყალტუბოში სასტუმროებისა და აბანოების გამოყიდვის ინიციატივა გაჩერდება, როგორც სხვა დანარჩენი პროექტები, რომლებსაც ხელისუფლება მოსახლეობას დაპირადა.

კაპიკეპად შეისყიდის და რა თქმა უნდა, ესეც გაჩერდება ისევე, როგორც გაჩერდა თერაპიის ცენტრი, რომელზეც 600 მილიონი ევრო უნდა დახარჯულიყო. სოფლის ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომელზეც 120 მილიონი უნდა დახარჯულიყო.. ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ახლა უნდა იყოს 300 ათასი სტუდენტი, ანუ რაც კი საქართველოში სტუდენტებია, მისი ნახევარი. ააშენებენ ერთ კორპუსს, 200 ან 500 კაცი ისწავლის მთელი წლის განმავლობაში და იქნება ჩვეულებრივი უნივერსიტეტი, რაც არის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი“.

კომენტარები