„ივანიშვილის მთავრობას განრისხებულ ხალხთან მოუწევთ პირისპირ შეხებაში მოსვლა“

“ახალი საქართველოს” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე აცხადებს:

გუშინ დამტკიცებულ მთავრობას ქართული ოცნების ბოლო მთავრობის ელფერი დაჰკრავ.

ივანიშვილის მთავრობას განრისხებულ ხალხთან მოუწევთ პირისპირ შეხებაში მოსვლა, რომლის შემდეგაც პრემიერ გიორგი გახარიას მოუწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება.

ოცნების მხარდამჭერების ხარობენოპოზიციისაგან შერისხული ძალოვანი მინისტრი პრემიერი გახდა. ზაფხულის აქციებით გამოწვეული ხელისუფლების დაკარგვის შიში უკუგდებულია. თუ პოლიტიკურ ტელესკოპს პროცესების შორი ხედვის რეჟიმზე გადავიყვანთ დავინახავთ, რომ წინ მიმავალი თავდამსხმელი სინამდვილეში თვითგანადგურების მარშუტზე დგას. პარტიების წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ უშუალოდ განრისხებულ ხალხთან მოუწევთ პირისპირ შეხებაში მოსვლა. მაშინ კი გახარიას .. კრიზისმენეჯერის უნარები თვითგადარჩენის ინსტიქტად გადაიქცევა მხოლოდ და არა ივანიშვილის ხელისუფლების გადარჩენის შესაძლებლობად. ამის უამრავი მაგალითია მსოფლოში, მათ შორის, საქართველოს უახლოეს ისტორიაში, როცა 2003 წლისვარდების რევოლუციისდროს პრორუსული გავლენის ძალოვანი მინისტრი ხაბურაძანიაც კი არ შესკდომია ხალხს და ხელისუფლებაში მომავალ პროდასავლური განწყობის ლიდერებთან უპირველესად თავის პოლიტიკურ მომავალზე იზრუნა და არა შევარდნაძეზე. ამასთან ნურც ხალხის პირისპირ დარჩენილი უკრაინელი იანუკოვიჩისა და სომეხი სარქისიანის მაგალითებს დავივიწყებთ.

ასე რომ, სულ ტყუილად გიხარიათ გახარია, ხალხი ყოველთვის იბრუნებს იმას, რაც მას ეკუთვნის. დავიბრუნოთ საქართველო!

ძალა ერთობაშია!

ძალა სიმართლეშია!

 

კომენტარები