მამუკა ფიფიას სკანდალური განცხადება
გადაცემაში “Соловьёв Live!”
პარტიის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” საერთაშორისო მდივანმა მამუკა ფიფიამ ლაკონურად ახსნა, თუ რატომ არ ეპიტნავება საქართველოს ხელისუფლებაში დასავლეთს ბიძინა ივანიშვილის გუნდი:
– ამერიკელებს სურდათ და სურთ ხელისუფლებიდან “ქართული ოცნების” ჩამოშორება.
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, 2012 წლიდან, მათ არ მოსწონთ ბიძინა ივანიშვილი, მათ ეზიზღებათ იგი, რადგან:
იმიტომ რომ, იქ არის ხალხი, რომელიც მხარს უჭერს სააკაშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობას” – ის სენატორები, ის ევროდეპუტატები… ისინი ყველანი ხელფასზე არიან! მათ სააკაშვილი კვებავდა!
ამას ისინი ლამაზ სიტყვას, “ლობს” უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში გახლავთ კორუფცია!
ეს კორუფციონერები სააკაშვილს და მის მეგობრებს ყველაფერში მხარს უჭერდნენ! და ეს მხარდაჭერა არ დასრულებულა, არამედ – გრძელდება!
თანაც, ხელიდან ხელში გადადის – მოვლენ სხვა სენატორები, მაგალითად, დემოკრატები – მემკვიდრეობით გადაეცემათ ეს კორუფცია;
ბუნებრივია, ივანიშვილი და მისი გარემოცვა არ დაკავდებოდნენ ასეთი დანაშაულებრივი საქმიანობით, ე.წ. ლობიზმით… არ უხდიან მათ ფულს და ამის გამო შეიზიზღეს! – ეს მთავარი მიზეზია!
მეორე მიზეზი კი, ის გახლავთ, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებაში სურთ მათ მიმართ ლოიალური ხალხი, რათა საქართველო როგორღაც, რუსეთთან შეაჯახონ!
ანუ, ივანიშვილის ხელისუფლება დასავლეთს არ აწყობს 2 პარამეტრის გამო:
1.ივანიშვილი მათ ფულს არ უხდის;
2. ივანიშვილი მათ არ ემორჩილება! ივანიშვილმა არ გახსნა მეორე ფრონტი.
რა უნდა იღონონ? რა თქმა უნდა – ივანიშვილის ლიკვიდაციას შეეცდებიან!