„ივანიშვილი საბოლოოდ “გაიჩალიჩებს” და  განადგურდება თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში“-გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა:

-„სამწუხაროა,ქვეყა ნას მართავს ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ თავად არის თავისუფალი სამყაროს სამიზნე და მას ებრძვის დასავლეთი, ხოლო მთავარ დასაყრდენს პუტინის რეჟიმში ხედავს“ .

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ “გაიჩალიჩებს” და  განადგურდება თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში, მაგრამ ამასობაში ჩვენ ქვეყანას აზიანებს ყოველ დღე.

-„ამ განცხადებაშიც კი ვერ შეიკავეს თავი, რომ რაღაც მინიშნება არ ქონოდათ, – პოლიტიკურ ზეწოლას აქვს ადგილი, ანუ იგივე ხაზია, რაზეც აქამდე უფრო ღიად ლაპარაკობდნენ, რომ დასავლეთი ებრძვის ოლიგარქ ივანიშვილის, ჩემთვის უცნობია ახლა რა ხდება ამ დავისას. საგანგაშო არის კვლავ ის, რომ ჩვენს ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ ის არის სამიზნე დასავლეთის და ამას აპროტესტებს მუდმივად თავის განცხადებებში, ამით ყველაფერია ნათქვამი,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები