ივანიშვილმა ქონების 95% საქველმოქმედო „ქართუ ფონდს“ გადასცა  – „უმჯობესია ქველმოქმედებაში შეეჯიბრონ, ვიდრე მისი ქველმოქმედება გააკრიტიკონ“ – ამირან სალუქვაძე

-„ერთი რამ მინდა ვთქვა, ქველმოქმედების გაკრიტიკება არ არის მიღებული, არ არის ეს კარგი ტონი. უმჯობესია, ქველმოქმედებაში შეეჯიბრონ, ვიდრე მისი ქველმოქმედება გააკრიტიკონ, რადგან მსგავსი მასშტაბების ქველმოქმედება იშვიათია.

გადახედეთ მის შემოსავლებს, ქონებას და რამდენი აქვს გაღებული. ძალიან ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, გააკრიტიკეთ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ საკითხებში, სოციალურ საკითხებში, თავდაცვა, უსაფრთხოება, დე-ოკუპაცია, უამრავი სფეროა, ქველმოქმედებას დაანებონ თავი. ჯერ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებისთვის რაიმე გადაეცა ფონდ ქართუსთვის და ის, რეალურად არ განხორციელებულიყო.

მსგავსი მასშტაბების ქველმოქმედება იშვიათია“, – განაცხადა ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ  „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ბიძინა ივანიშვილმა ქონების 95% საქველმოქმედო „ქართუ ფონდს“ გადასცა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ – მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

ბიძინა ივანიშვილის წერილი სრულად 

კომენტარები