ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი პირი (ასლი), რომელიც გაბრიელ ბერს განსაკუთრებით უყვარდა, უვლიდა და ყველას გადარჩენას ავედრებდა

ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი პირი (ასლი), რომელიც გაბრიელ ბერს განსაკუთრებით უყვარდა, უვლიდა და ყველას გადარჩენას ავედრებდა.
კიდევ ერთი ასლი სასწაულმოქმედი ხატისა იმყოფება მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში. ამ ხატის ისტორიას მოგვითხრობს მასზე არსებული წარწერა, რომლის თანახმადაც ხატი დაწერილია ათონის წმინდა მთაზე, ათონის ივერთა მონასტერში, 1919 წელს. ათონის ივერთა მონასტერში მოღვაწე მონაზონმა ილიამ, სქიმონაზონ მაკარის კურთხევითა და ვინმე პავლე ჯაფარიძის თხოვნით დააწერინა წმინდა ხატი და შესწირა მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერს: „განგებითა სამ მნათობიერისა ღვთისა და წამისყოფითა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისათა, მე უნდომან მონამან მისმან, მონაზონმა ილია, ივერიის მონასტრის ძმათაგანმა, შენდობითა სულიერისა მამისა ჩემისა, სქიმონაზონი მაკარისა, დავახატვინე წმიდა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულმოქმედი დედა ღვთისა ივერიის კარისა და შევწირე მცხეთის „სამთავროს“ ფერისცვალების დედათა მონასტერს, ვითარცა მფარველად მიურულებლად, სარწმუნოებითა და შიშითა ღვთისათა მკვიდრთა მას შინა, ვასრულებ ჩემი წრფელი გულით დაპირებულსა, სულიერის ძმისა პავლე ჯაფარიძისა, რომელმან მაიძულა ამის სრულყოფად. ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო მწე და მფარველ ხატი სამთავროს ივერიის კარისა 1917 წლის სამთავროს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე ცრემლს ადენდა, ასევე 1991 წელსაც (1991 წლის 12 ივლისს, პეტრე პავლობის დღესასწაულზე, ნინოს გზიდან ჩამოსულები შემსწრე გავხდით ამ ხატის ცრემლდენისა)
გვეყავნ, ამინ!

ათონის მთა. წმიდა ივერიის ქართველთა მონასტერი. 1919 წ.

კომენტარები