ივერი მელაშვილი ნიკა მელიას მხარდასაჭერ აქციაზე მივიდა-„ეს ჩვენი ქვეყანაა, არავის უნდა დავუთმოთ“

ივერი მელაშვილი ნიკა მელიას მხარდასაჭერ აქციაზე მივიდა.

-„აქ მოვედი საქართველოს, ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად, მეტი არაფერი. მე არ ვეკუთვნი არც ერთ პარტიას, მაგრამ, აქ ყველას, ქართველი ერის მხარდასაჭერად მოვედი. დღეს ნიკა მელია დაიჭირეს? ხვალ სხვას დაიჭერენ. ამის აპროტესტებს ეს ხალხი, მეც ამიტომ ვარ აქ. ეს ჩვენი ქვეყანაა, არავის უნდა დავუთმოთ“, – განაცხადა საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულმა, ივერი მელაშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული აქციის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

ოპოზიციონერი ლიდერების გამოსვლები დასრულდა. ადგილზე რჩება აქციის რამდენიმე მონაწილე.

რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს და კარვები გაშალეს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს. 

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

 ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია-მსვლელობა 26 თებერვალს გაიმართება

კომენტარები