ივერი მელაშვილი – „ჩემი სატელევიზიო განცხადებები რომც გამოიყენონ, მერე რა, -ყველაფერს აქვს თავისი“
-„დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზეა ლაპარაკი, სატელევიზიო განცხადებები, არ ვიცი. ყველა სიტყვას აქვს თავისი პასუხი. რომც გამოიყენონ, მერე რა, -ყველაფერს აქვს თავისი პასუხი. დავით გარეჯის საკითხზე სატელევიზიო განცხადებები საქმეს მტკიცებულებად რომც დაერთოს, ყველა კითხვას პასუხს გასცემს“, – განაცხადა საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულმა, ივერი მელაშვილმა.
კითხვას, -„რას გულისხმობდით სატელევიზიო გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებაში,– „როგორ არის დავით გარეჯი შენი, როცა შენი არ არის“?
ივერი მელაშვილმა უპასუხა: – „ვგულისხმობდი იმას, რასაც ვგულისხმობდი იმთავითვე“.