ივერი მელაშვილს ტექნიკის მაღაზიაში შეურაცხყოფა მიაყენეს- „ვფიქ­რობ, -პრო­ვო­კა­ცი­აა…“

1 თებერვალს, კარ­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე­ზე” ბრალ­დე­ბულ ივე­რი მე­ლაშ­ვილს ტექ­ნი­კის ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. ივე­რი მე­ლაშ­ვილს მო­ქა­ლა­ქემ “მო­ღა­ლა­ტე” , „გამ­ყიდ­ვე­ლი“ უწო­და. ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო “ფორ­მუ­ლას” თა­ნამ­შრო­მელ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­ავ­რცე­ლა.

ვი­დე­ოს ავ­ტო­რი, სოფო შა­მუ­გია ამ­ბობს, -ინ­ცი­დენ­ტის მხო­ლოდ ფრაგ­მენტს შე­ეს­წრო, მისი ყუ­რა­დღე­ბა “ალ­ტას” მა­ღა­ზი­ა­ში ხმა­ურ­მა მი­იქ­ცია. დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მხო­ლოდ კონ­ფლიქ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდნენ.

ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ივე­რი მე­ლაშ­ვილ­მა “TV პირ­ველ­თან” განაცახდა:  

-„ვფიქ­რობ, -პრო­ვო­კა­ცი­აა… ვფიქ­რობ, პრო­პა­გან­დის არის თუ ვი­ღაც-ვი­ღა­ცებ­მა ამოჭ­რი­ლი ლა­პა­რა­კი აჩ­ვე­ნებს, იმის შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა იყოს. რა­ი­მე ისე­თი არ მომ­ხდა­რა, რა­ღაც მა­კად­რა და ხმა­მაღ­ლა მე­ლა­პა­რა­კა. მე ვფიქ­რობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მათ­გა­ნი, ვინც პრო­ვო­კა­ცი­ებს აწყობს ხოლ­მე”.

ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში ივერი მელაშვილს ახალგაზრდა მამაკაცმა შეურაცხყოფა მიაყენა

-„როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი. არ გაქვს ამის საფუძველი და ვიღაცის იქ, უკაცრავად და, ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება, თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი, არ არის შენი“, – განაცხადა  დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა 28 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერში.

გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 28 იანვარს, 20-20 ათას ლარიანი გირაოთი, სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ივერი მელაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ. განაცხადა, – „მა­ღა­ზი­ა­ში ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის მი­მართ სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტზე მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფო პრო­პა­გან­და.

კომენტარები