ივლისის თვის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისის პირველი ნახევარი გარკვეული ცვლილებებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების მომტანი შეიძლება გახდეს. ამ პერიოდში შესაძლებელია ემოციურ დონეზე გარკვეული დაძაბულობა იგრძნობოდეს. ეცადეთ არ აკეთოთ და არ ილაპარაკოთ იმაზე, რაც თქვენს ცხოვრებისეულ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რისთვისაც აუცილებელია მეტი გონივრულობის და პასუხისმგებლობის გამოვლენა.
ამ პერიოდში ცდუნებები მრავლად იქნება. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ თქვენ მარტივად შეგიძლიათ მიიღოთ ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით. თუმცა, მალე მიხვდებით, რომ წარმატებებს აღწევს ის, ვინც ბევრს შრომობს, შეუპოვარი და მიზანდასახულია.
ივლისის მეორე ნახევარი შედარებით მშვიდი იქნება. ეს მშვენიერი დროა, ახლო წარსულში მომხდარი მოვლენების გასაანალიზებლად. შესაძლებელი იქნება სიტუაციებში და გრძნობებში გარკვევა.
სამსახურეობრივი საკითხების მოგვარების შესაძლებლობა მოგეცემათ. თვის ბოლოსკენ, ბევრი კარიერულ განვითარებაზე დაფიქრდება და შესაბამის პერსპექტივებსაც მიიღებს.

კომენტარები