ივნისის თვის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი
მომავალი თვე შესაძლოა, როგორც სამსახურეობრივ, ასევე სასიყვარულო სფეროში, ძალზე მძიმე და პრობლემური მოგეჩვენოთ, მაგრამ ძალიან ხშირად, სიტუაცია რეალობაში, არც თუ ისე ცუდია, როგორც თქვენ ეს გვგონიათ. შეეცადეთ მას გვერდიდან შეხედოთ, გაერკვეთ, თუ რა არის მართლაც მნიშვნელოვანი.
უთანხმოებები ახლობლებთან, მათთვის იქნება რთული გადასალახი, ვინც რთულად მიდის დათმობებზე და ხშირად პრინციპულად თავის აზრზე დგას. თუ თქვენ გჩვევიათ რთული სიტუაციების განმუხტვა, მაშინ ამ პერიოდის გავლაც არ გაგიძნელდებათ.
ეცადეთ, სასიყვარულო პარტნიორთან უსიამოვნებები თავიდან აირიდოთ. წყენამ და გაღიზიანებამ, შესაძლოა, გაუაზრებელი საქციელისკენ გიბიძგონ, რაც მერე შესაძლოა, სანანებელიც გახდეს.