„იკვეთება, მათი მიზანმიმართული საქციელი – ცრუ ინფორმაციის საფუძველზე მიაღწიონ პოპულიზმს, გააღიზიანონ საზოგადოება, მოახდინონ ეკლესიის დისკრედიტაცია“- მიტროპოლიტი შიო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წმინდა სინოდის სხდომაზე მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, -„მღვდლელმთავრები გეგმავენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გადაყენებას“.

-„წმიდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრისმიტორპოლიტ შიოს (მუჯირი) ინფორმაცია ბოლო დღეებში მასმედიის საშუალებით გარკვეული ჯგუფის მიერ გავრცელებული ცალსახად შეურაცხმყოფელი და ტყუილზე აგებული განცხადების შესახებ, თითქოს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მღვდლელმთავრები გეგმავენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გადაყენებას.

ითქვა, რომ ამ ადამიანებს უკვე ჩვეულებად ექცა ცილისწამება ეკლესიისა და მის იერარქთა მიმართ. იკვეთება, მათი მიზანმიმართული საქციელი – ცრუ ინფორმაციის საფუძველზე მიაღწიონ პოპულიზმს, გააღიზიანონ საზოგადოება და მოახდინონ ეკლესიის დისკრედიტაცია.

აღინიშნა, რომ მათი მოქმედება არის უპასუხისმგებლო და ქრისტიანისთვის სრულიად შეუფერებელი“.

საპატრიარქომ სინოდის განჩინება გამოაქვეყნა, ნახეთ სრულად 

კომენტარები