“ილია მეორეს გალაკტიონი არ აქვს წაკითხული. აბსოლუტურად გაუნათლებელი ადამიანია.”-ბასილ კობახიძე:

ყოფილი სასულიერო პირი  ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში ისევ პატრიარქს ესხმის თავს და წერს-

“ილია მეორეს გალაკტიონი არ აქვს წაკითხული. აბსოლუტურად გაუნათლებელი ადამიანია. გალაკტიონმა თეოლოგიაც პატრიარქზე გაცილებით უკეთესად იცოდა, რადგან რევოლუციამდელ სემინარიაში სწავლობდა. პატრიარქი კი საბჭოთა რუსული სემინარიის დონისთვისაც სრულიად უწიგნურია. თეოლოგია კი არა, არც საქართველოს ისტორია და ლიტერატურა იცის. რუსეთში განათლებამიღებულები მეუფეებიდან ილიამეორესავით უწიგნურები არიან მისი ძმისშვილი დიმიტრი შიოლაშვილი, გიორგი შალამბერიძე, სერგი ჩეკურიშვილი, შიო მუჯირი. სინოდში სრული სიბნელეა. მეუფე მელქისედეკ ხაჩიძემ ათენის უნივერსიტეტი კი დაამთავრა, მაგრამ რად გინდა, რას აკეთებდა იქ სწავლის მაგივრად გაუგებარია. გალაკტიონს კი მისი ძმა აბესალომი წერდა: ”ამ რამდენიმე ხნის წინად წერილი გამოგიგზავნე. პასუხი? მეტი არ შეგჭამოს ჭირმა, გალაქტიონიდან პასუხს ვერ ეღირსოს კაცი. მადლობა ღმერთს, შენ რომ მღვდელი არა ხარ, თორემ შენი მტერისას – ვიცი, ამოწყვეტდი ხალხს უზიარებლად – როგორც ამბობენ ხოლმე.””წერს ბასილ კობახიძე

მოამზადა ნათია ბერიძემ


 

კომენტარები