ილია მეორე: „დიდი განსაცდელი გამოვიარეთ ჩვენ და შეიძლება, კიდევ იყოს განსაცდელი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II:

-„გილოცავთ ქრისტესშობის დიდ დღესასწაულს. დღეს ცა და ქვეყანა ზეიმობს, დღეს ცა და ქვეყანა გალობს საგალობელს, დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ უნდა ვადიდოთ უფალი და მშვიდობა იქნება ქვეყანასა ზედა და ადამიანთა შორის სათნოება და სიყვარული. დიდი განსაცდელი გამოვიარეთ ჩვენ და შეიძლება, კიდევ იყოს განსაცდელი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ჩვენთან არს, უფალი გვიფარავს ჩვენ. არის ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, კეთილი გაიმარჯვებს. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა, სააქაოს და საიქიოს. დალოცვლილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა, ჩვენთან არის ღმერთი“, – აღნიშნა პატრიარქმა.

სამების საკათედრო ტაძარში წუხელ საზეიმო წირვა ჩატარდა, რომლის დაწყებამდე შეკრებილმა მრევლმა საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინა. 

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

კომენტარები