ილია მეორე: მთელი ჩემი სიცოცხლე ვემსახურები საქართველოს ეკლესიას, ვმადლობ უფალს, რომ ეს მისია დამაკისრა

მთელი ჩემი სიცოცხლე ვემსახურები საქართველოს ეკლესიას. მე ვმადლობ უფალს, რომ დამაკისრა ეს მისია, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

„მთავარი მიზანი ჩემი მოღვაწეობისა, ჩემი სულიერი შრომისა, არის მთლიანობა ქართველი ერისა, ჩვენი სახელმწიფოსი. ესაა მთავარი მიზანი და ამ ერთობაში ყოველთვის ჩვენი ერი მაძლევს ძალას. ყველას მადლობას მოგახსენებთ ამ დიდი წოდების მონიჭებისთვის“, – აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარები