ილია მეორე მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და  ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინს იაკობ გაგულაშვილს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.

მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია, საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე ედუარდ პალაგაშვილი, დამსახურებული სპორტული კომენტატორი და საზოგადო მოღვაწე ჯამლეტ ხუხაშვილი.

„დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ქართველებსა და ებრაელებს შორის ისტორიული მეგობრობა 26 საუკუნის წინ დაიწყო, თუმცა მისი აზრით და ებრაულ წმინდა წიგნებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ამ ურთიერთობას გაცილებით ადრე ჩაეყარა საფუძველი და თავის მხრივ დასძინა, რომ ყველაფერს გააკეთებს ჩვენს შორის არსებული კავშირის განმტკიცებისთვის“, – განაცხადა მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარმა რაბინმა.

მან კათოლიკოს-პატრიარქს მადლობა გადაუხადა მიღებისათვის,  ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.

 

კომენტარები