ილია მეორე: „სადაც კი არის შესაძლებელი, ჩატარდეს დილით წირვა, 5 საათზე ყოველ სოფელში, ყოველ ქალაქში ჩატარდეს პარაკლისი 100 ათასი მოწამის“

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ნოემბერს,  წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა ხსენებას აღნიშნავს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე:

„13 ნოემბერს, არის ჩვენი დიდი დღესასწაული, 100 ათასი მოწამის ხსენება. სადაც კი არის შესაძლებელი ჩატარდეს დილით წირვა, 5 საათზე ყოველ სოფელში, ყოველ ქალაქში ჩატარდეს პარაკლისი 100 ათასი მოწამის. მეტეხის ხიდზე როგორც მუდამ არის და ყოფილა წარსულში. მე თვითონ ვეცდები საღამოს 5 საათზე ჩავატაროთ პარაკლისი“.

კომენტარები