ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს: „იგი კვლავაც ბევრის გაკეთებას გეგმავდა“

საქართველოს საპატრიარქო, დეკანოზ ვახტანგ ასათიანის მოულოდნელ გარდაცვალების შესახებ  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის  ილია მეორის სამძიმრის წერილს ავრცელებს:

-„დეკანოზ ვახტანგ ასათიანის მოულოდნელმა გადარდაცვალებამ დიდი გულისტიკივილი გამოიწვია საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორის.

გამორჩეულია მისი წვლილი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის (ყოფილი აბანოს) აღდგენისა და განახლების, ხალხისთვის მსახურების საქმეში.

მას ახლახან შეუსრულდა დაბადებიდან 70 წელი. მიუხედავად გაწეული შრომისა, იგი კვლავაც ბევრის გაკეთებას გეგმავდა. ახლაც სურვილი საქმედ შეერაცხება ღვთის წინაშე.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისთვის, რათა უფალმა სავანესა დააწესოს იგი, ხოლო ახლობლებსა და სულიერ შვილებს მიანიჭოს მშვიდობა“.

კომენტარები