ილია მეორე: „საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რის გამოც მსგავსი დაავადებები საქართველოში არ შემოდის“

სრულიად   საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა.

ატრიარქმა მრევლს მირქმის დღესასწაული მიულოცა:

-„გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, მირქმას. ეს იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ წმინდა მამები ამბობენ, აღდგომის ტოლია. აღდგომა, სულიერი აღდგომა მოგმადლოთ უფალმა. დღეს არის შეხვედრა ძველი და ახალი აღთქმის. დღეს არის შეხვედრა და განახლება ერისა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა ინებოს, რომ მომზადებული შევხვდეთ მაცხოვრის მეორედ მოსვლას.

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. უფალმა ინება, რომ საქართველო ყოფილიყო წილხვედრი. ეს ღვთის განგებაა და შემთხვევითი არაა, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს, საქართველოში არ არის“.

კომენტარები