ილია მეორე – „ღვთის მად­ლი არის დიდი ძალა, რომელიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის“

საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა,  მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და  ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ მიმართა:

„ღვთის მად­ლი არის დიდი ძალა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის, ჩვენ ეს მად­ლი უნდა გვქონ­დეს გულ­ში, სულ­ში და გო­ნე­ბა­ში. ძა­ლი­ან ხში­რად ტა­ძარ­ში ლოც­ვე­ბის დროს ის­მის სი­ტყვე­ბი – „შეგ­ვე­წი­ენ”, „გვა­ცხოვ­ნენ”, „შეგ­ვი­წყა­ლენ” და „დაგ­ვლო­ცენ ღმერ­თო ჩვე­ნი­თა მად­ლი­თა”. მახ­სენ­დე­ბა სე­მი­ნა­რი­ა­ში და აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლის პე­რი­ო­დი. ჩვენ რექ­ტო­რი გვას­წავ­ლი­და, რომ როცა ტა­ძარ­ში ხარ და ამ ლოც­ვას მო­ის­მენ, აუ­ცი­ლებ­ლად პირ­ჯვა­რი უნდა და­ი­წე­რო, რათა ღვთი­სა­გან გად­მო­სუ­ლი მად­ლი შე­გე­ხოს. ადა­მი­ა­ნი ბო­ლომ­დე ვერ ახ­სნის, რა არის ეს, მაგ­რამ ის კი ვი­ცით, რომ ღვთი­სა­გან გა­მო­სუ­ლია. როცა ეკურ­თხე­ბა დი­ა­კო­ნი მღვდე­ლი ან ეპის­კო­პო­სი, იქ ამ­ბობს პატ­რი­ა­ქი: მად­ლი ღვთი­სა უძ­ლურ­თა მკურ­ნა­ლი, ნაკ­ლუ­ლე­ბა­თა აღ­მავ­სე­ბე­ლი – ესე იგი ჩვე­ნი უძ­ლუ­რე­ბის მკურ­ნა­ლია მად­ლი ღვთი­სა და ნათ­ლის აღ­მავ­სე­ბე­ლი. ეს არის დიდი ძალა რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის. ჩვენ გულ­ში უნდა გვქონ­დეს ეს მად­ლი, სულ­ში უნდა გვქონ­დეს, გო­ნე­ბა­ში უნდა გვქონ­დეს. მე მახ­სენ­დე­ბა ერთი ებ­რა­ე­ლი მო­ხუ­ცე­ბუ­ლი კაცი, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და: თუ შენ და­კარ­გე სიმ­დიდ­რე, შენ არა­ფე­რი არ და­გი­კარ­გავს, თუ შენ და­კარ­გე ჯან­მრთე­ლო­ბა, შე­იძ­ლე­ბა ცო­ცხა­ლი დარ­ჩე, მაგ­რამ იყო ავად­მყო­ფი, მაგ­რამ თუ შენ და­კარ­გე მად­ლი ღვთი­სა, ყვე­ლა­ფე­რი და­კარ­გუ­ლია. ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს და ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ არ დავ­კარ­გოთ მად­ლი ღვთი­სა. და­ლოც­ვი­ლი იყა­ვით, გა­ხა­რე­ბუ­ლი იყა­ვით. ვინც მო­ი­პო­ვებს მადლსა ღვთი­სა­სა, ის მო­ი­პო­ვებს სიყ­ვა­რულს, ის მო­ი­პო­ვებს სი­ხა­რულს. ასე ერ­თმა­ნეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლია სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბა. და­ლოც­ვი­ლი იყა­ვით წყა­ლო­ბამ ღვთი­სა არ დაგ­ტო­ვოთ თქვენ და და სა­ქარ­თვე­ლო”.

კომენტარები