ილია მეორის პირადი ექიმი -შესაძლოა, პატრიარქს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილიე მეორეს პირადი ექიმი, ცისანა შარტავა აცხადებს, -შესაძლოა, კორონავირუსზე ილია მეორის ტესტირება გახდეს საჭირო. პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შუალედური პასუხი კორონავირუსზე საეჭვო დადებითია, მას „პისიარ“ ტესტირება უტარდება.
საპატრიარქოს მიერ 7 იანვარს გავრცელებული განცხადების მიხედვით, შორენა თეთრუაშვილს შეხება ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია. შემდეგ სიმპტომები გამოუვლინდა თავად მდივან-რეფერენტსაც. ამჟამად ის იზოლაციაშია.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 235 491 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 223 695-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2694 მოქალაქე.