ილია ფილფანს სვანეთისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარდა თბილისსა და ზუგდიდშიც ეძებენ – მე-16 დღეა

მე-16 დღეა პოლიცია სვანეთში დაკარგულ მოზარდს ეძებს. ილია ფილფანს სვანეთისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარდა,  თბილისსა და ზუგდიდშიც ეძებენ.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.

ოჯახსი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს შეხვდა.

-„შესაძლოა, ჩემი შვილი ამ დრომდე სვანეთშია, თუმცა გამოძიება სხვა ვერსიებსაც განიხილავს. 

სამწუხაროდ, ამ დრომდე არაფერი ახალი არ ვიცით. მაშველები ეძებენ მესტიაში, ტყეში და სანაპიროებზე. არ ვიცით, როდემდე  – მაგრამ მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ თავიანთ სამუშაოს. ისინი ბავშვს ზუგდიდშიც ეძებენ. ძალიან ბევრი ზარი შემოდის. ურეკავენ პოლიციას. ბავშვებს, რომლებიც მართავენ ველოსიპედს, ისინი ამსგავსებენ ჩემ შვილს. ყველა ამ ზარს პოლიცია ამოწმებს, ამოწმებს ასევე ვიდეო ჩანაწერებს, ფოტოებს. არც ერთ მათგანში ჩემი შვილი არ აღმოჩნდა.

შევხდით სამინისტროს წარმომადგენლებს. დაგვისვეს კითხვები, რომ მიგვეცა ინფორმაცია, რყველაფერს  აკეთებენ, ბავშვი რომ იპოვონ. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ პოლიციასთან.

 არ გამოვრიცხავთ, ის ჯერ კიდევ სვანეთში იყოს, – პოლიცია სხვა ვერსიებსაც განიხილავს. არსებობს ალბათობა,  ჩვენი შვილი თბილისში იყოს.

ეს ქალაქი დიდია, არ არის გამორიცხული, ახალ შთაბეჭდილებებსა და ახალ მეგობრებს ეძებს. ასეთ სიტუაციაში მანამდე არ ვყოფილვართ. დაკარგვის წინ ის არ ყოფილა ისეთ ხასიათზე, სახლიდან წასულიყო და გაქცეულიყო. თუმცა, რთულია იმის თქმა, ნამდვილად დაიკარგა თუ თავისი ნებით წავიდა“, – განაცხადა მოზარდი მამამ.

ლენჯერის ტერიტორიული ერთეულის სოფელ ქაშვეთში მოზარდი ბოლოს 18 ივლისს ნახეს. ამ დღეს ის სახლიდან გავიდა, მისი კვალი შემდეგ იკარგება.

ბავშის მამა აცხადებს, რომ შვილის გაუჩინარების არანაირი ვერსია არ გააჩნია. შესაძლებელია,  ბავშვი  ნებისმიერ ადგილას იყოს.  ძებნა აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში, ასევე მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც. 

სამძებრო სამუშაოებში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოც არის ჩართული.

-„დაკარგვის არანაირი ვერსია არ მაქვს. არ ვიცი, სად არის, –  შეიძლება, ყველგან იყოს,  არ ვწყვეტთ ძებნას. გვეხმარება ყველა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი, ადგილობრივი მოსახლეობა, ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო. ვეძებთ ყველგან, ზღვის სანაპიროებზე, ქუჩებში. რატომ წავიდა გაუფრთხილებლად? რომ ვნახავ ვკითხავ!“ – განაცხადა მოზარდი მამამ.

დაკარგული ილია ფილფანის მამა დავით ფილფანი  „ფორმულასთან“ აცხადებს:

-„იგრძნობოდა, გაქცევისთვის ემზადებოდა. ოჯახში ცხოვრებისეული კონფლიქტებიც იყო.
დარწმუნებული ვარ,  გაქცევისთვის ემზადებოდა. აგროვებდა ფულს. იყო დეტალები, რაც ამას მაფიქრებინებს. ჩვენ კორონავირუსის გამო მოგვიწია აქ დარჩენა, გარდატეხის ასაკი აქვს, არ ჰყავს მეგობრები. ვერ საუბრობდა ქართულად, არ ჰყოფნიდა ზრუნვა. გვქონდა პატარა ცხოვრებისეული კონფლიქტები.

წინა დღეს რაღაცაზე ვიკამათეთ. ვიყავი ერთ ადგილას, იქ  ველოსიპედის კვალი იყო, ხიდზე იყო გადასული, როგორც ჩანს. ვფიქრობ, ყველგან შეიძლება იყოს, ზღვაზეც, აქაც. დარწმუნებული ვართ, ვიპოვით.

ერთი რამ მინდა ვთქვა, პოლიცია აქტიურად მუშაობს. ვთხოვ, ნუ მომაცდენენ ხშირად. დაკითხვაზე ნუ დამიძახებენ. ჩემთვის ყველა წუთი მნიშვნელოვანია. მირჩევნია, ჩემი შვილის ძებნით ვიყო დაკავებული“.

კომენტარები