ილია ჭავჭავაძე “ლოცვა”

მამაო, ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა!
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა:
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა…
არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: ”შეუნდე, – არ იციან, ღმერთო, რას იქმან!”

კომენტარები