„ილია ჯიშკარიანმა, სადეპუტატო მანდატი გამოძიების მიმდინარეობისას არ უნდა დატოვოს“

თბილისის მერის კახა კალაძის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს:

„საკრებულოს დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა, რომელსაც თანამშრომელი ქალი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, სადეპუტატო მანდატი გამოძიების მიმდინარეობისას არ უნდა დატოვოს.

ეს შეიძლება, იყოს არასწორი ინფორმაცია. გამოძიებას „უნდა დაველოდოთ.

თუ მას დაუმტკიცდება და ასეთი რამე აქვს ჩადენილი, ჩემთვის როგორც კაცისთვის, ადამიანისთვის, ქალაქის მერისთვის, არის ძალიან მძიმე. თუ ეს დამტკიცდა, ამ შემთხვევაში კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება“.

„ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

კომენტარები