ილონ მასკი – მაიმუნს ტვინში ჩიპი ჩაუდგეს, საკუთარი გონებით შეუძლია ვიდეოთამაშები
Tesla-ს და SpaceX-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა აპლიკაცია Clubhouse-ის ერთ-ერთ შოუში განაცხადა :
-„მაიმუნს თავის ქალაში ჩაყენებული აქვს უსადენო იმპლანტი და ციცქნა კაბელები; ამის შედეგად, მაიმუნს საკუთარი გონებით შეუძლია ვიდეოთამაშები თამაში. ახლა ვცდილობ, გავარკვიო, ითამაშებენ თუ არა პონგს ერთმანეთთან“.
Neuralink-მა, შარშან გამოაქვეყნა ვიდეო, ჩატარებულია კვლევა ღორზე.
ვიდეოში წარმოჩენილია მოქმედებების ჩაწერისა და პროგნოზირების უნარი, რის საშუალებასაც ღორის ტვინში ჩამონტაჟებული სადენიანი ჩიპი იძლეოდა.
-„ვიდეოთამაშების მოთამაშე მაიმუნს უსადენო ჩიპი აქვს ჩაყენებული, ეს ელექტრონული ინტერფეისის მხოლოდ გონებით კონტროლის საშუალებას აძლევს.მაიმუნი თავს არაკომფორტულად არ გრძნობს, არც შეწუხებულია. ვერც კი შენიშნავთ, მას ნერვული იმპლანტი რომ აქვს ჩადგმული.