ილონ მასკი: „მარსის ათვისებისას ბევრი ადამიანი დაიღუპება – მარსზე მოგზაურობა მხოლოდ“

SpaceX-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ფონდ X Prize-ის ხელმძღვანელთან, პიტერ დიამანდისთან საუბრისას განაცხადა:

-„შესაძლოა, მარსის ათვისების პროცესში არაერთი ადამიანი დაიღუპოს. ეს კომფორტული არ იქნება, შესაძლოა, კარგი საკვები არ გქონდეთ და ა.შ. ეს რთული და სახიფათო მოგზაურობა იქნება. მარსზე მოგზაურობა მხოლოდ მოხალისეებისთვის გახდება შესაძლებელი, რომლებისთვისაც ეს „კარგი თავგადასავალი და წარმოუდგენელი გამოცდილება“ იქნება“.

SpaceX-ი მარსსა და მთვარეზე ფრენებისთვის კოსმოსურ ხომალდ Starship-ზე მუშაობს. 2020 წლის დეკემბერში მასკი ამბობდა, –  დიდი ალბათობით, ადამიანი მარსის ზედაპირზე 6 წლის შემდეგ მოხვდება.

კომენტარები