ილონ მასკი მსახიობ ჯონი დეპის მუქარას

კომპანია SpaceX-ის გენერალური დირექტორი ილონ მასკი მსახიობ ჯონი დეპის მუქარას გამოეხმაურა:

-„თუ ჯონის ჩხუბი უნდა, უბრალოდ შემატყობინეთ“.

მასკის განცხადებით, ემბერ ჰერდთან რომანი მას შემდეგ ჰქონდა, რაც ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა. მანამდე ლონდონის უმაღლეს სასამართლოში წერილის შინაარსი გაასაჯაროვეს,  –  ჯონი დემპა მეგობარს მისწერა, სადაც ის ილონ მასკს გენიტალიების მოჭრით ემუქრება.

დეპმა და ჰერდმა 2015 წელს იქორწინეს, 2016 წელს  ემბერმა ქმარი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა და ანქორწინება მოითხოვა.

2019 წელს დეპმა გამოცემა The Sun-ს სასამართლოში იმის გამო უჩივლა, – გამოცემამ მისი მხრიდან ცოლზე ძალადობის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. სასამართლოზე დეპის ადვოკატებმა იმის მტკიცებულებაც წარმოადგინეს, რომ ემბერი ჯონის ილონ მასკსა და მსახიობ ჯეიმს ფრანკოსთან ღალატობდა.

კომენტარები