ილონ მასკი – ტვინის ჩიპის ტექნოლოგია, უფრო მალე გახდეს ხელმისაწვდომი
ტექნოლოგია, Neuralink-ის მიზანია, ადამიანების და კომპიუტერების ერთმანეთთან დაკავშირება, ამ სტარტაპის მიზანია, ეს ჩიპის საშუალებით გაკეთდეს.
ის ტექნოლოგია, რომელზეც ილონ მასკის გუნდი მუშაობდა, შესაძლოა, უფრო მალე გახდეს ხელმისაწვდომი, ვიდრე ვარაუდობდნენ, -ილონ მასკის ვარაუდით, ადამიანების ენა დაახლოებით 5 წელიწადში გადაშენდება.
ამ ინფორმაციას independent ავრცელებს.
-„ის ტექნოლოგია, რაზეც გუნდი მუშაობს, დაახლოებით 5 წლის შემდეგ, ადამიანების ენას გამოუსადეგარს გახდის. შემდეგ წელს კომპანია შეძლებს,ტექნოლოგია სახელად nauralink ადამიანის ტვინთან დააკავშიროს. ბატარეით აღჭურვილი ჩიპი თავის ქალაში ჩამონტაჟდება, ელექტრონებს ტვინთან ძალიან ფრთხილად დააკავშირებენ“, – განაცხადა Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა, ჯო როგანთან გადაცემაში სტუმრობისას.
-„მას ტვინის ნებისმიერ წერტილთან ექნება წვდომა, აქედან გამომდინარე მისი საშუალებით უსინათლოობის განკურნებაც შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა მასკმა.
სრული დეტალი ჯერ ცნობილი არ არის. -„ე.წ. Demo ვერსიაზე 28 აგვისტოს ვისაუბრებ“, – დაწერა Tesla-ს ხელმძღვანელმა Twitter-ზე.
ტექნოლოგია, Neuralink-ის მიზანი ადამიანების და კომპიუტერების ერთმანეთთან დაკავშირებაა და ეს ჩიპის საშუალებით გააკეთოს.
ბატარეით აღჭურვილი ჩიპი თავის ქალაში ჩამონტაჟდება, ელექტრონებს ტვინთან ძალიან ფრთხილად დააკავშირებენ.
ილონ მასკი ამ პროექტზე საუბრისას აცხადებდა, -ტექნოლოგიას ტვინის ნებისმიერ წერტილთან ექნება წვდომა, მისი საშუალებით შესაძლოა, უსინათლოობიც განიკურნონ.