ილონ მასკმა აშშ-ში კორონავირუსის სტატისტიკას ცრუ უწოდა

ამერიკული კომპანია SpaceХ-ის გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა აშშ-ში კორონავირუსის სტატისტიკას ცრუ უწოდა.

ამის შესახებ ინჟინერმა და მეწარმემ Bloomberg Businessweek-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„მიმაჩნია, სტატისტიკა გახდა არასაიმედო, როდესაც მასში გაითვალისწინეს ისინიც, ვისაც ტესტირებით არ დაუდასტურდა COVID-19, არამედ უბრალოდ აღენიშნებოდათ კორონავირუსის მსგავსი სიმპტომები. სტატისტიკა არასანდო სადღაც აპრილის შუა რიცხვებიდან გახდა. COVID-19-ის მსგავსი სიმპტომები ასამდეა.
აშშ-ში SpaceХ-ის ქარხნებში პანდემიის დროს რვა ათასამდე ადამიანი შრომობდა, COVID-19-ით დაავადების სერიოზული შემთხვევა არ ყოფილა“, – განაცხადა ბიზნესმენმა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროექტის მონაცემების თანახმად, 23 მაისის დილისთვის კორონავირუსით ყველაზე დაზარალებულ ქვეყნად აშშ-ია, 1,6 მილიონია ინფიცირებული.

მარტში BuzzFeed წერდა,  მასკმა საკუთარ თანამშრომლებს დაუგზავნა წერილი. წერილში ნათქვამი იყო, რომ “COVID-19“ არ შედის აშშ-ს მოქალაქეების ჯანმრთელობის ძირითადი საფრთხეების პირველ ასეულშიც კი. ამ ინფექციით სიკვდილის რისკი უფრო დაბალია, ვიდრე ავტოავარიაში დაღუპვის.

კომენტარები