ილჰამ ალიევი მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან სომხეთის ძალების გაყვანის გრაფიკს ითხოვს

ზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან სომხეთის ძალების გაყვანის გრაფიკს ითხოვს.

-„გრაფიკი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა უნდა დაამტკიცონ. ჩვენ უნდა წარმოგვიდგინონ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხეთის ჯარების გაყვანის გრაფიკი, უნდა დაამტკიცონ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, შუამავალმა ქვეყნებმა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია ცალმხრივად, ეს უნდა იყოს ორმხრივი გადაწყვეტილება, უნდა შესრულდეს ერთობლივად.

მთავარი გზავნილია სომხეთისთვის, – ჩვენ არ ვართ სომხურ მიწაზე, ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ“ , – წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“

კომენტარები