ილჰამ ალიევი – ნიკოლ ფაშინიანს – „რეკომენდაციას მივცემდი, იჯდეს ჩუმად, არ ვურჩევდი რასიზმზე“

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამიტში მიიღო მონაწილეობა.

-„სომხეთის პრემიერ-მინისტრს არ ვურჩევდი რასიზმზე საუბარს, სომეხი ტერორისტები მთელს მსოფლიოში არიან ცნობილი.კარაპეტიანის გვარით ცნობილი პიროვნება, რომელმაც პარიზის ორლის აეროპორტში ტერორისტული აქტი განახორციელა, სომხეთში ექსტრადირების შემდეგ სომხეთის პრეზიდენტმა შეიწყალა.

ამიტომ,  მას რეკომენდაციას მივცემდი, იჯდეს ჩუმად, როცა  ასეთი საკითხების განხილვა მიმდინარეობს. ამით ვასრულებ ჩემს გამოსვლას“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით,  ილჰამ ალიევი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას  გამოეხმაურა, – აზერბაიჯანი თავის ტერიტორიაზე სომხების წინააღმდეგ რასობრივ პოლიტიკას ატარებს.

 

კომენტარები