ილჰამ ალიევი: „ჩვენს მიწებს მშვიდობით ან ომით დავიბრუნებთ, ოკუპირებულ ისტორიულ მიწას“

ქვეყანა ყველა ოკუპირებულ ისტორიულ მიწას დაიბრუნებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

-„სომხეთმა მშვიდობის ისტორიული შანსი უნდა გამოიყენოს, აღიაროს ძირითადი პრინციპები. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქმედებებმა სომხეთი აიძულა, დაეწყო მშვიდობის ხვეწნა.

ყარაბაღი აზერბაიჯანია, ერევანში ეს უნდა იცოდნენ. ჩვენს მიწებს მშვიდობით ან ომით დავიბრუნებთ. ეს სომხეთის ბოლო შანსია. სტატუს-კვო შევცვალეთ, თავდაცვის ხაზი გავანადგურეთ, რომელიც სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა 30 წლის განმავლობაში შექმნეს“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა.

კომენტარები