„იმაზე კი არ ლაპარაკობენ, რა შემოსავალს მოუტანს ბიუჯეტს და შემდეგ ეს როგორ აისახება სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, ხელფასებზე და პენსიებზე…“

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წყალტუბოს განვითარებისა და აღორძინების გეგმის შესახებ საზოგადოების ნაწილის მხრიდან არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე წერს:

გასაოცარი ამბავია პირდაპირ!

იმაზე კი არ ლაპარაკობენ, ამ 22 სასტუმროს მშენებლობაზე, მისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, მთლიანად წყალტუბოს კომუნიკაციების აღდგენარეაბილიტაციაზე (ფაქტობრივად, ყველაფერი ახლიდან გასაკეთებელი იქნება!) რამდენი ადამიანი დასაქმდება; რამდენ ოჯახს გაუჩნდება მუდმივი სარჩო და შემოსავალი ამ სასტუმროების და აბაზანების ამუშავების შემდეგ; რამდენი პროდუქტი (ნატურალური!) დასჭირდება სტუმრების გამოკვებას და კერძო სექტორს რა შემოსავალს მისცემს ათასობით ადამიანის გამოსაკვებად მიღებული შეკვეთები, დამატებით რამდენ ადამიანს დაასაქმებს კვების პროდუქტების მწარმოებელი სექტორი, რადგან აუცილებელია პური და პურპროდუქტები, ხორცი და ხორცპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, ხილბოსტნეულისხვა ბევრი რამრეგიონის და ქვეყნის კიდევ რამდენი ტურისტული ობიექტი დაუკავშირდება წყალტუბოს საკურორტო ზონას, კიდევ რამდენი ადამიანი გაიცნობს საქართველოს, როგორც ადგილს, სადაც კომფორტული დასვენებაც შეიძლება და უამრავი მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული ძეგლის ნახვაცდა კიდევ რამდენირამდენი

იმაზე კი არ ლაპარაკობენ და ფიქრობენ, როგორ მოამზადონ პროექტები სხვადასხვა სექტორის ასაღორძინებლად, სულაც ახალი მცირე და საშუალო ბიზნესის წამოსაწყებად, იქვე და ახლომახლო ახალი საწარმოების გასახსნელად და მეურნეობების მოსაწყობად, სასტუმროების უზრუნველსაყოფად

იმაზე კი არ ლაპარაკობენ, რა შემოსავალს მოუტანს ბიუჯეტს და შემდეგ ეს როგორ აისახება სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, ხელფასებზე და პენსიებზე

არა, იმაზე ლაპარაკობენ, რატომ უნდა გააკეთოს მაინც და მაინც ბიძინა ივანიშვილმაო! ესო პოლიტიკური პროექტიაო!

რატომ ლაპარაკობენ ასე უკუღმართად?!
იმიტომ, რომ აჟრიალებთ!
ყველგან აჟრიალებთ!“

 

კომენტარები