„იმაზე რატომ არ ფიქრობენ ეს უბადრუკები, რომ 9 საათზე დაწესებული კომენდანტის საათის გამო, მეტროები გადაჭედილია“

-„მტერი სუფრა კი არა, თქვენი უტვინობაა!
ის, რომ საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა ვაქცინაციის მხრივ და კიდევ უფრო დიდი კატასტროფა წინ გველის, უპირველეს ყოვლისა, აი, ასეთი იდიოტების დამსახურებაა!
როდესაც ხალხში ამხელა უნდობლობაა ტრიკოტაჟის ფაბრიკის სახელობის მედინსტიტუტის დიპლომიანი ჯანდაცვის მინისტრად წოდებული ტიკარაძისა და ამ პოლიტაგიტატორებად ქცეული ეპიდემიოლოგების მიმართ, შემდეგ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მაშინ, როდესაც ისრაელში უკვე მოსახლეობის უმრავლესობა – 10 მილიონი კაცი აცრეს, ქვეყანა გახსნილია და ფეხებზე ჰკიდიათ პანდემია, საქართველოში, სულ 10 ათასი კაცი აიცრა!
ისიც, წიხლით…
როგორი იდიოტი უნდა იყო, რომ ანტივირუსული წესების დაცვაზე საუბრისას, დააბრეხვო, სუფრა ჩვენი მთავარი მტერიაო?!
საქართველოში!
სადაც სუფრა – საკურთხევლის სინონიმია!
სადაც ილოცებიან – ანუ ლოცულობენ:
ქრისტეს ხორცითა და ქრისტეს სისხლით!
დიდი თავყრილობები – ქორწილები და ქელეხები რომ საშიშია ვირუსის გავრცელებისთვის, ეს გასაგებია, მაგრამ იმაზე რატომ არ ფიქრობენ ეს უბადრუკები, რომ 9 საათზე დაწესებული კომენდანტის საათის გამო, მეტროები გადაჭედილია სამსახურიდან სახლში მისწრების სურვილით მოზღვავებული ხალხით?!
რომელი უზარმაზარი ქორწილი და ქელეხი შეედრება იმას, რაც თბილისის მეტროს ვაგონებში და ვიწრო გასასვლელებში ხდება საღამოს?!
არადა, სულ ერთი – ორი საათით რომ გადაეწიათ კომენდანტის საათი, დაამთავრებდა ხალხი წყნარად 7-8 საათზე სამსახურს, მშვიდად წავიდოდა სახლში და მეტროებშიც, ასეთი ,,ჩასილიოტკებული” ხალხი აღარ იქნებოდა!
ესენი კი, მიახტნენ სუფრას, პირველი მტერიაო!
მტერი სუფრა კი არა, თქვენი უთავობა და უტვინობაა!“
კომენტარები