„იმედია მალე დავაღწევ თავს ამ უბედურებას“-თინა ხიდაშელი

-„ამ უმძიმეს დღეს მადლობას გიხდით ყველა ზარისთვის და შეტყობინებისთვის. ბოდიშს გიხდით რომ ვერ ვპასუხობ. დღეს უფრო უარესად ვარ ვიდრე გუშინ და გუშინწინ და ძალიან მიჭირს საუბარი. იმედია მალე დავაღწევ თავს ამ უბედურებას. #ახალიბოლშევიკებივერმოიგებენამბრძოლას #წითელიდროშებითბილისისთავზეაღარასოდესიქნება“, – წერს  თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი  სოციალურ ქსელში.

 18 თებერვალს  თინა ხიდაშელის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, -მას და მის მეუღლეს, დავით უსუფაშვილის ოჯახს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს. 

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი, 19 თებერვალს წარადგინა. 

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო.

22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

კომენტარები