„იმედი გვაქვს, რომ პლაზმაფერეზის გამოყენება ეფექტური იქნება და კრიტიკული პაციენტების მართვაში“ – მარინა ეზუგბაია

-„იმედი გვაქვს, რომ პლაზმაფერეზის გამოყენება ეფექტური იქნება და კრიტიკული პაციენტების მართვაში დაგვეხმარება.

„კოვიდ-19“-ით პაციენტის სამკურნალოდ, პლაზმაფერეზის გამოყენების პრაქტიკაში დანერგვა დინამიკაში მის ეფექტურობაზეა დამოკიდებული.

პლაზმაფერეზთან დაკავშირებით ბატონმა თენგიზმა გააკეთა  განცხადება. ეს განცხადება და სრული ინფორმაცია დევს ჩვენი ცენტრის გვერდზე. ვისაც სურვილი აქვს, ყველას შეუძლია, ზედმიწევნით კარგად გაეცნოს.

ვნახოთ, დინამიკა როგორი გვექნება. ვიმედოვნებთ, რომ ეს ეფექტური იქნება და დაგვეხმარება  მძიმე, კრიტიკული პაციენტების მართვაში“, – განაცხადა თბილისის ინფექციურის აავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა:

„საქართველოში პირველად მოხდა პლაზმაფერეზის გამოყენება „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტის სამკურნალოდ. ამ შემთხვევამ აჩვენა, რომ პლაზმაფერეზი, შესაძლოა, სასარგებლო გამოდგეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ.

 

კომენტარები