იმედი მაქვს არ დავუშვებთ ქვეყანაში დესტაბილიზაციას და არეულობას!

გუგული მაღრაძე : თავისთავად ძალიან უღირსი და მიუღებელია ის ბილწსიტყვაობა, რაც მოისმინა უამრავმა ადამიანმა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ გუშინ. თუმცა, მინდა ყურადღება მივაპყრო იმას, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს ყველაფერი. ეს ნამდვილად იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ნაცმოძრაობის მიერ თავისი რუპორის, რუსთავი 2, მეშვეობით. კარგა ხანია ნაცმოძრაობა ცდილობს ქვეყანაში სერიოზული არეულობა შექმნას და ამისათვის ყველა საშუალებას იყენებს. ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა საფეთხეშია და ჯობს არ ავყვეთ ამ პროვოკაციებს. ჩვენი ხალხი ბრძენია და იმედი მაქვს არ დავუშვებთ ქვეყანაში დესპაბილიზაციას და არეულობას! დროა დავმშვიდდეთ.

კომენტარები